суббота, 28 мая 2016 г.

პროექტის მეცხრე დღეს მოვუსმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს,თითოეული პრეზენტაცია იყო საინტერესო, მრავალფეროვანი.შეხვედრის ბოლოს  ავტვირთეთ  ნამუშევრები გუგლში და ავტვირთეთ ბლოგზე.

воскресенье, 22 мая 2016 г.

        ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, როგორი დავალებები უნდა მივცეთ მოსწავლეებს საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაუბრეთ როგორ უნდა გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია. განვსაზღვრეთ სპეციალური საჭიროების მქონე , არაქართველი  და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის მისაცემი დავალებები.

суббота, 21 мая 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით შეფასების რუბრიკები: როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება,კოლაბორაციული შეფასება და თვითშეფასება.

воскресенье, 15 мая 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღეს ვისაუბრეთ საავტოროუფლებებზე.გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის საკითხები. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ელექტრონული გაზეთის შექმნაზე.მოძიებული ინფორმაცია შევიტანეთ საავტორო უფლებებში. 

суббота, 14 мая 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.გამზადებული პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

воскресенье, 8 мая 2016 г.

4 დღე

  • განსაზღვრულია კონკრეტული სასწავლო მიზნები, სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით;
  • შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • განიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მოიფიქრეთ, როგორ გამოვიყენებთ ამ მეთოდებს ჩვენს თემაში.
  • განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა, რათა წარმოვაჩინოთ შეფასების გამოყენების სხვადასხვა ფორმა

суббота, 7 мая 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე.გავწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები,მიზნები/სწავლის შედეგები,21 საუკუნის  უნარ -ჩვევები.ვისაუბრეთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.